Thursday, July 7, 2011

სასწავლო პროექტის გეგმა

პროექტის სახელწოდება
"არგონავტები"
პროექტის მთავარი იდეა{თემა}1-2 წინადადებით
მოსწავლეები განიხილავენ მითს "არგონავტებზე",განიხილავენ როგორც ბერძნულ,ასევე კოლხურ ვარიანტს და შეადარებენ მათ თავისებურებებს.
პროექტის აქტუალობა
ამ პროექტით მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას საბერძნეთის და კოლხეთის ისტორიაში.
პროექტის მიზნები:
მოსწავლეებმა შეისწავლონ დაგაიცნონ ბერძნული და ქართული კულტურა,ოქროს მოპოვების საიდუმლოება{ოქროს საწმისი}.გაარკვიონ ამ მითოლოგიაში რა არის რეალური და რა ადამიანის ფანტაზიის ნაყოფი.
მონაწილეთა ასაკი
10-11 წელი.
ვადები და ხანგრძლივობა
1,5 თვე
მოსალოდნელი შეგები|პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეების მიერ შეიქმნება ბლოგი,სადაც განთავსდება მათ მიერ მოპოვებული მასალები.
პროდუქტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
მოსწავლეებმა ისარგებლონ ამ მითოლოგიასთან დაკავშირებული ლიტერატურული მასალა{ევრიპრიდეს მედეა და სასკოლო სახელმძღვანელო,ენციკლოპედია},აგრეთვეინტერნეტში მოიძიონ საჭირო ინფორმაცია დაფოტოსურათი.
პროექტის მსვლელობა{ძირითადი აქტივობები:
ამ პროექტის განსახორციელებლად მოსწავლეებს ვყოფ სამ ჯგუფად, თითოეულს ვაძლევ შემდეგ შემდეგ დავალებებს:I ჯგუფმა მოიძიოს ყოველგვარი იმფორმაცია ბერძნულ მოთოლოგიასთან დაკავშირებით,II ჯგუფმა კოლხურ მითოლოგიასთან,ხოლო III ჯგუფმა ოქროს მოძიებასთან დაკავშირებით.სამივე ჯგუფს ვაძლევ ერთ საერთო დავალებას,გაარკვიონ ამ მითოლოგიაში რა არის რეალური და რა გამოგონილი ამბავი.მიცემული დროის განმავლობაში  თითოეული წარმოადგენს თავის ნამუშევარს,რომლის შემდეგაც  მოვახდენ მათ შეფასებას,რომელი ჯგუფის ნამუშევარიც უფრო მრავალფეროვანი,ამომწურავი და კარგად გასაგები იქნება ის მიიღებს მაღალ შეფასებას და წახალისების მიზნით დასახელდება ლიდერად,შემდეგ მოხდება ამ მასალების განხილვა,დახვეწა და მთლიან მასალად ჩამოყალიბება.
საგანთან|საგნობრივ ჯგუფებთან|ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორიის გარდა ეს პროექტი კავშირშია გეოგრაფიასთან{რუკა,სადაც ვნახავთ საბერძნეთის და კოლხეთის მდებარეობა},ეროვნული სასწავლო გეგმიდან V-VI კლასის მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს კულტურის სხვადასხვა კომპონენტები და განიხილოს მათი ურთიერთკავშირი.შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:
ასახელებს ხალხური კულტურის მისთვის ცნობილ ნიმუშებს,შეშლებისდაგვარად გამოყოფს მათში კულტურული ტრადიციების ელემენტებს.
განასხვავებს ქართულ კულტურაზე დასავლური ან აღმოსავლური კულტურის გავლენას{მაგ.:ჩაცმულობა,არქიტექტურა.}
პროექტის ხელმძღვანელი{მასწავლებელი}:შორენა ბაღაშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:shorenabagashvili@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი|ბლოგი:shorenabagashvili.blogspot.com